ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ პუტინმა ატომური იარაღი გამოიყენოს

02.05.22 14:08
ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ პუტინმა ატომური იარაღი გამოიყენოს

დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი ატომურ იარაღს არ გამოიყენებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრალიის ტელეკომპანია Nine Network-ს განუცხადა.

ვოლოდიმისრ ზელენსკის თქმით, იმ ქმედებების ფონზე, რაც რუსმა აგრესორებმა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე განახორციელეს, არ არის გამორიცხული, რომ პუტინმა ატომური იარაღის გამოყენების ნებართვას გასცეს.

როცა რუსმა აგრესორებმა დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური სადგური, რომელიც უმსხვილესია ევროპაში, ის ტანკებით დაცხრილეს, კონკრეტულად ატომურ რეაქტორებს ესროდნენ. დიახ, რეაქტორი დაცულია, მაგრამ მას ესროდნენ ჩეჩნები და სხვა ,,ბოევიკები", მათი არმია.

რომ მომხდარიყო ზაპოროჟიეს ატომური სადგურის აფეთქება, ეს მთელი ევროპის განადგურებას გამოიწვევდა. თუმცა, ეს ფაქტი რუსებს არ აჩერებთ.

არ არის მთავარი, მათ სადგურის დაპყრობა უბრძანეს, თუ დაცხრილვა. პასუხიმგებლობა ეკისრება მას, ვინც ამ ბანდიტებს ხელმძღვანელობს. და რას უნდა ველოდოთ ამ ხალხისგან? გამოიყენებენ თუ არა ისინი ატომურ იარაღს? 100%-ით ვერ ვიტყვი, რომ გამოიყენებენ.

თუმცა, ხანდახან მრჩება განცდა, რომ გამოიყენებენ ისე, რომ შედეგზე არც დაფიქრდებიან. მგონი, მათთვის ყველაფერი სულერთია და ასეთი ადამიანები ყველაზე საშიშები არიან- თქვა ზელენსკიმ.