მარიუპოლში მოსახლეობის ევაკუაციის მეორე ტალღა დაიწყო
მარიუპოლის მერის მრჩევლის, პიოტრ ანდრიუშჩენკოს, ინფორმაციით, ქალაქში ევაკუაციის მეორე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა УНИАН-ს განუცხადა.
მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაცია გრძელდება. ეს წინაწარი მოლაპარაკების შედეგია, რომ ევაკუირებულები შეურთდნენ მოსახლეობის ნაკადს მანგუშში, ბერდიანსკში.
ევაკუაცია ხორციელდება სიჩუმის ფონზე, თუმცა, ყოველ წუთას არის მოსალოდნელი, რუსებმა ცეცხლი გახსნან.
რა საკვირველია, სიჩუმე არის პირობითი ცნება, რადგან გუშინ ვიხილეთ, როგორც კი აზოვსტალიდან ავტობუსი გამოვიდა, რუსებმა ცეცხლი გახსნეს.
ეს სიჩუმე ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა კადრებს რუსების პროპაგანდისტული არხები იღებენ - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.
მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაციის პირველი ტალღა გუშინ დაიწყო. მის ფარგლებში 100-მა ადამიანმა დანგრეული ქალაქი დატოვა და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერირიტორიაზე გადავიდა.