პუტინის სისასტიკეს გადარჩენილები - რას ყვებიან "აზოვსტალიდან" გამოყვანილი მძევლები

02.05.22 17:10
პუტინის სისასტიკეს გადარჩენილები - რას ყვებიან "აზოვსტალიდან" გამოყვანილი მძევლები

"აზოვსტალის" ქარხნის ბუნკერებიდან  პირველ ეტაპზე  მხოლოდ მძიმე დაავადებების მქონე პირები გამოიყვანეს. პუტინის სისასტიკეს გადარჩენილი მოქალაქეები იმ უმძიმეს მდგომარეობაზე ყვებიან, რომელიც მძევლად ყოფნის დროს გადაიტანეს. 

"აზოვსტალის" ქარხნის ბუნკერში ვიყავით, შემოვიდნენ ჯარისკაცები, პირველად 11 ადამიანი გაიყვანეს, ვისაც ყველაზე მძიმე დაავადებები აქვთ ან ინსულინი სჭირდებოდათ. ჩვენც მათ შორის მოვყევით. ჩვეს ბუნკერში კიდევ 40-ზე მეტი ადამიანი დარჩა. მათ შორის, მოხუცები და ბავშვებიც არიან. ძალიან მძიმე პირობებში ვიყავით 50 დღის განმავლობაში. 6 კონსერვი გვქონდა და მისგან ვამზადებდით წვნიანს ისე, რომ ყველასთვის საკმარისი ყოფილიყო, - ამბობს ერთ-ერთი ევაკუირებული.

შეგახსენებთ, რომ  ორთვიანი იზოლაციის შემდეგ მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა. უკვე მეორე დრეა "აზოსვატალის" ბუნკერებიდან  მოქალაქეები გამოჰყავთ. მხოლოდ გუშინ ბლოკირებული ქალაქიდან 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს. პროცესს წითელი ჯვარი აკვირდება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები