ომის დანაშაულებები - იდენტიფიცირებულია 900 რუსი ჯარისკაცი

02.05.22 17:19
ომის დანაშაულებები - იდენტიფიცირებულია 900 რუსი ჯარისკაცი

ინდეტიფიცირებულია 900 რუსი ჯარისკაცი, რომლებმაც კიევში რაიონში ომის დანშაულები ჩაიდინეს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ოკუპანტების სისასტიკის 7 ათასი მოწმე არსებობს და ყველა დამნშავე პასუხისგებაში მიეცემა. 

ინდეტიფიცირებულია 900 რუსი ჯარისკაცი, რომლებმაც კიევში რაიონში უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს. გვაქვს ყველანაირიო ინფორმაცია და მტკიცებულებები რა სისასტიკით ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლოებას. ყველაფერი ვიცით იმ დანაყოფებზეც, რომლებიც კიევის გარშემო იყვნენ განლაგებულნი. ოკუპანტების სისასტიკის 7 ათასი მოწმე გვყავს და დამნაშავეებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება, -  ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.

3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს.