უკრაინის პროკურატურამ ქალაქ ბუჩაში მომხდარ მხეცურ მკვლელობებში დამნაშავე პირს ბრალი წაუყენა

02.05.22 18:25
უკრაინის პროკურატურამ ქალაქ ბუჩაში მომხდარ მხეცურ მკვლელობებში დამნაშავე პირს ბრალი წაუყენა

უკრაინის პროკურატურისა და პოლიციის ერთობლივი ძალისხმევით დადგენილია პირი, ვინც ბრალდებულია ქალაქ ბუჩაში მომხდარ მხეცურ მკვლელობებში. ეს პირია რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური, სერგეი კალოცეი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა, ასაჯაროვებს.

ჩვენი მოკვლევით დადგინდა, რომ სწორედ კოლოცეი იყო ის სამხედრო, როემლმაც ქალაქ ბუჩაში 18 მარტს 4 უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. დადგენილია ასევე, რომ კალოცეი ცდილობდა, კიდევ ერთი სამოქალაქო პირი აეძულებინა, რუსეთის წინააღმდეგ დივერსიულ ქმედებები ეღიარებინა. ამ მიზნით ჩაიყვანა აღნიშნული პირი სარდაფში, სცემდა მუშტებით, ავტომატის კონდახით, მის ყურებთან ისროდა პისტოლეტს, რათა დახვრეტის იმიტაცია შეექმნა. - აღნიშნა უკრაინის გენპროკურორმა.

უკრაინის პროკურატურამ რუს მეთაურს ბრალი დაუსწრებლად, რამდენიმე მუხლით, წარუდგინა.