არ ვართ მზად, რუსეთის სასარგებლოდ უარი განვაცხადოთ საკუთარ ტერიტორიებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი

02.05.22 19:47
არ ვართ მზად, რუსეთის სასარგებლოდ უარი განვაცხადოთ საკუთარ ტერიტორიებზე  - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინელები არ არიან მზად, უარი განაცხადონ საკუთარ ტერიტორიებზე რუსეთის სასარგებლოდ - ამის შესახებ ბერძნულ მედიას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა. მისი განმარტებით, რაც არ უნდა დათმონ, კრემლი არ გაჩერდება და დაპყრობით ოპერაციებს მაინც გაარძელებს.

ჩვენი ხალხი არ არის მზად, ჩვენში არავინაა მზად.

ან უნდა მოხდეს საზღვრის ძალადობრივი შეცვლა, სხვა შემთხვევაში ჩვენი საზღვრები არ იცვლება.

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიქნებით მზად, გადავცეთ ტერიტორიის ნაწილი რუსეთს, გამოდის, რომ ეს ხალხი ტყუილუბრალოდ დაიღუპა.

ასეც რომ იყოს, რუსეთი არ გაჩერდება, ეს უნდა იცოდეთ. ის ხომ ყირიმით არ დაკმაყოფილდა?!

და მივცეთ რუსეთს იმის დრო, რომ დაისვენოს და მოემზადოს ახალი აგრესიისთვის 2-3 წელიწადში?ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

მსგავსი სიახლეები