უკრაინის პრეზიდენტი მტრის ზურგში საბრძოლო ოპერაციის წარმოების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

02.05.22 20:43
უკრაინის პრეზიდენტი მტრის ზურგში საბრძოლო ოპერაციის წარმოების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მტრის ზურგში საბრძოლო ოპერაციების წარმოების შესახებ მისთვის ინფორმაცია უცნობია. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

თუ ავიღებთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს სრული უფლება, იქ გარკვეული ღონისძიებები ჩავატაროთ, ყველაფერი ეს საზღვრების საერთაშორისო აღიარების ფარგლებშია. სხვა დანარჩენი ქმედებების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ცეცხლი გაუჩნდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ობიექტს, 1 მაისს კი კურსკის ოლქში რკინიგზის ხიდი ჩამოინგრა. 

 

 

მსგავსი სიახლეები