უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული არმია მნიშვნელოვნად დასუსტდა - ბრიტანული დაზვერვა

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსული არმია მნიშვნელოვნად დასუსტდა. ინფორმაცისა ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსული ჯარი დასუსტებულია როგორც მატერიალურად, ასევე კონცეპტუალურადაც.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული არმია მატერიალურად და ასევე კონცეპტუალურად დასუსტდა. აღდგენა სანქციების გამო რთული იქნება. აღნიშნული რუსეთის სამხედრო ძალაზე ხანგრძლივ გავლენას იქონიებს, - ნათქვამია დაზვარევის მიერ გავცრელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინაში 120 ტაქტიკური ბატალიონის ჯგუფი გააგზავნა, რაც მისი სახმელეთო შეიარაღებული ძალების 65% შეადგენს.