ოკუპანტებმა ოდესაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - დაღუპულია 14 წლის ბიჭი

ომის 68 დღე - პუტინის რეჟიმი უკრაინული ქალაქები დაბომბვას განაგრძობს. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ამჯერად ოდესაზე მიიტანეს. დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსი. დაღუპულია 14 წლის ბიჭი, 16 წლის გოგონა კი მძიმედ დაიჭრა. ის ამ დროისათვის კლინიკაშია გადაყვანილი.
თვითმხილველი საზარელი შემთხვევის შესახებ ყვება.
როდესაც ის აფეთქდა კედლები ჩამოინგრა და სრული ჩაბნელება იყო. ყველგან მტვერი და კვამლი იყო, სუნთქვა უჭირდა. სიტყვები არ მაქვს, 13 წლის ბავშვი მოკლეს. ისე გულმოდგინედ სწავლობდა, სარდაფში ონლაინ გამოცდას აბარებდა, - ამბობს ადგილობრივი.
ოფიციალური და არასრული მონაცემებით, რუსეთის აგრესიას უკრაინაში უკვე 220 ბავშვი ემსხვერპლა, 406 კი დაშავდა.