მოგიწოდებთ, განხორციელდეს მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაცია - "აზოვი"
პუტინის რეჟიმი "აზოვსტალზე" შტურმს განარძობს. მარიუპოლის მცველების გარდა, ფოლადის ქარხანაში ამ დრომდე მშვიდობიანი მოქალაქეები და დაჭრილი სამხედროები რჩებიან.
"აზოვის" ბატალიონი სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მიმართავს და ქარხნიდან ევაკუირებას ითხოვს.
მოვუწოდებთ ქვეყნის უმაღლეს სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი რაც შესაძლებელია ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი სამოქალაქო პირების, დაჭრილი სამხედროებისა და ცხედრების ევაკუაციისთვის. სამხედროების სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მოვუწოდებ, განხორციელდეს მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაცია, რადგან ისინი ამას იმსახურებენ, - აცხადებს „აზოვი“ .