პუტინმა შესაძლოა, უკრაინას ომი ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხადოს - აშშ-ს დაზვერვა

03.05.22 11:35
პუტინმა შესაძლოა, უკრაინას ომი ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხადოს - აშშ-ს  დაზვერვა

პუტინმა შესაძლოა, უკრაინას ომი ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხადოს. ოკუპანტი ქვეყნის პრეზდიენტის მთავარი გეგმები ამერიკულმა დაზვერვამ გშიფრა. უწყების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ამ დღეს პროპაგანდისტული მიზნით რაიმე სახის სამხედრო მიღწევის აღნიშვნას ან ესკალაციის გაძლიერებას  შეეცდება. მათივე ცნობით, რუსეთი უკრაინის ორი რეგიონის ანექსიას გეგმავს.

ყველაზე ბოლო ცნობების მიხედვით ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთი ეცდება დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ანექსიას რუსეთის შემადგენლობაში. ცნობების თანახმად, რუსეთი გეგმავს მოაწყოს რეფერენდუმი გაერთიანებასთან დაკავშირებით სადღაც მაისის შუა რიცხვებში, - აცხადებენ აშშ-ს დაზვერვაში.