"რუსეთთან ჩვენ შეგვიძლია, ხელი მოვაწეროთ მხოლოდ მის კაპიტულაციას" - უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

03.05.22 11:54
"რუსეთთან ჩვენ შეგვიძლია, ხელი მოვაწეროთ მხოლოდ მის კაპიტულაციას" - უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

უკრაინა დანებებას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების მდივანმა განაცხადა. ოლექსეი დანილოვი  პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთთან მშვიდობიანი შეთანხმება შეუძლებელია და საჭიროა აგრესორის კაპიტულაცია. 

რუსეთთან ჩვენ შეგვიძლია, ხელი მოვაწეროთ მხოლოდ მის კაპიტულაციას. უკრაინა ჯერ არ გეგმავს მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებას. ამჟამად მობილიზებულები წვრთნებს გადიან. რუსეთისთვის შეუსრულებელი მისიაა, 9 მაისამდე დაიკავოს უკრაინის სამხრეთი და დნესტრისპირითამდე მივიდეს.

უნგრეთი ღიად აცხადებს რუსეთთან თავისი თანამშრომლობის შესახებ. მეტიც, ის წინასწარ იყო გაფრთხილებული პუტინის მიერ იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაზე იქნებოდა თავდასხმები. თქვენ ნახეთ მისი პოზიცია. უნგრეთს უკრაინის ნაწილის წართმევის გეგმები ჰქონდა. ის რატომღაც მიიჩნევდა, რომ შეუძლია, წაიღოს ტერიტორიის ნაწილი. ეს არასდროს მოხდება. ვნახოთ, რა შედეგები იქნება ამ ომის შემდეგ ამ ქვეყნისთვის, - ამბობს დანილოვი.