საჭიროა სანქციების შემდგომი ნაბიჯებისთვის მომზადება - ზელენსკი

03.05.22 11:59
საჭიროა სანქციების შემდგომი ნაბიჯებისთვის მომზადება - ზელენსკი

ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი დაამტკიცოს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლელ ლიდერებს მოქმედებისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, აგრესორი გაჩერებას არ გეგმავს.

უახლოეს დროში ველოდებით ევროკავშირისგან ახალ სასანქციო პაკეტს. ამ პაკეტში უნდა იყოს ენერგოსრესურსებიდან რუსეთისთვის შემოსავლის ბლოკირების მკაფიო ნაბიჯები, რომ ტერორისტ სახელმწიფოს არ გადასცენ ყოველდღიურად მილიარდი ევრო წიაღისეული საწვავისთვის. თუმცა ასევე, უკვე ახლა საჭიროა შემდგომი სასანქციო ნაბიჯებისთვის მომზადება. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭირო იქნება რუსეთთან ყველა საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციის ბლოკირება, ვინაიდან ამის გარეშე მოსკოვში ვერ გაიგებენ, რომ საერთაშორისო სამართალსა და ევროპაში მშვიდობას პატივი უნდა სცენ, - განაცხადა ზელენსკიმ.