რუსეთი უკრაინაში მეორე გოლოდომორს აწყობს - ოკუპანტებმა ხორბლის საცავები დაბომბეს

03.05.22 13:25
რუსეთი უკრაინაში მეორე გოლოდომორს აწყობს - ოკუპანტებმა ხორბლის საცავები დაბომბეს

რუსეთი უკრაინაში მეორე გოლოდომორს აწყობს - პუტინის რეჟიმმა ლუგანსკში აგროკულტურის დაბომბვა დაიწყო.  აგრესორმა იერიშები ამჯერად ხორბლის საცავებზე მიიტანა. ასევე, მოპარულია 5 მილიონი დოლარის  ღირებულების კომბაინები.

CNN-ის  მონაცემებით, რუსი ოკუპანტების მოპარული კომბაინები უკრაინელებმა ჯიპიესის საშუალებით აღმოაჩინეს და დაბლოკეს, შესაბამისად ოკუპანტები მათ გამოყენებას ვეღარ შეძლებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია, ტოტალური შიმშილობა, დიდი ალბათობით, ათობით ქვეყანას ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები