"მთელი ტანი გვტკიოდა" - სიკვდილს გადარჩენილი უკრაინელი გოგო საფილტრაციო ბანაკის შესახებ ყვება

03.05.22 13:30
"მთელი ტანი გვტკიოდა" - სიკვდილს გადარჩენილი უკრაინელი გოგო საფილტრაციო ბანაკის შესახებ ყვება

რუსეთმა დონბასსა და ლუგანსკში საფილტრაციო ბანაკები მოაწყო. ბანაკში ყოფნის უმძიმეს პირობებს უკრაინელი გოგონა სოციალურ ქსელში აღწერს. მისი თქმით, ადამიანებს, რომლებიც ფილტრაციას ვერ გადიოდნენ, ოკუპანტები უმოწყალოდ ხოცავდნენ. 

საფილტრაციო ბანაკი დასახლება არ არის. ეს უბრალოდ მანქანების კოლონაა. ჩვენს წინ ასობით მანქანაა, უკანაც მანქანები. მანქანიდან გადმოსვლა არ შეიძლება. მუდმივად გითვალთვალებენ, გაკვირდებიან ვინ რას აკეთებს, სად და როგორ. ყველაფერი, რასაც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში აკეთებს, ავტომობილში უნდა გააკეთოს. ეს ძალიან რთული იყო, ფეხები საშინლად დაგვისივდა. მთელი ტანი გვტკიოდა. ასე ვიდექით მთელი ორი დღე და ორი ღამე ამ მანქანაში, ასე იყო ყველა. დედა მაშინ უბრალოდ ვერ დადიოდა, მას უბრალოდ გაეშვნენ. კარგია, რომ არ მოხვდა ამ ფილტრაციაში. შეიძლება ვერც კი გაეძლო და ძალიან შეშინებოდა იმის, რასაც ჩვენ ვისმენდით. არასდროს დამავიწყდება ორი ჯარისკაცის საუბარი, რა უქენი მათ, ვინც ფილტრაცია ვერ გაიარა? დავხოცე ათი, მერე აღარ დამითვლია, საინტერესო არ იყო..., - ამბობს უკრიანელი გოგო. 

მსგავსი სიახლეები