კანცლერი შოლცი ,,ნაწყენი ძეხვივით" იქცევა - უკრაინის ელჩი გერმანიაში

03.05.22 13:50
კანცლერი შოლცი ,,ნაწყენი ძეხვივით" იქცევა - უკრაინის ელჩი გერმანიაში

იქცევა , როგორც ნაწყენი ძეხვი-  უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, კიევში ვიზიტზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

თავი მოაქვს ისე, როგორც ნაწყენ ძეხვს, თითქოს უმიზეზოდ აწყენინეს. ეს კი სახელმწიფოებრივად არ ჟღერს.

საქმე ეხება უსასტიკეს, გამანადგურებელ ომს, რომელიც ნაცისტების თავდასხმის შემდეგ უკრაინას არ ახსოვს, ეს ხომ საბავშვო ბაღი არაა - განაცხადა მელნიკმა.

დღეს გერმანიის კანცლერი და მისი ხელისუფლება გამართავს ორდღიან დახურული შეხვედრას, რათა განიხილონ უკრაინის ომი და მისი შედეგები.

შოლცმა დღეს განაცხადა, რომ მანამ არ ჩავა კიევში, სანამ უკრაინის დედაქალაქს გერმანიის პრეზიდენტი, შტაინმაიერი, არ ეწვევა.

აპრილის შუა რიცხვებში კი შტაინმაიერის ვიზიტი კიევში ჩავარდა, რადგან უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთთან მჭიდრო კავშირის გამო გერმანიის პრეზიდენტს ჩამოსვლის ნებართვაზე უარი განუცხადა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები