გერმანიის ხელისუფლება უკრაინას ჰაუბიცა Panzerhaubitzen 2000 -ს გადასცემს

03.05.22 14:30
გერმანიის ხელისუფლება უკრაინას ჰაუბიცა Panzerhaubitzen 2000 -ს გადასცემს

გერმანიის ფედერალური ხელისუფლება უკრაინას 7 ერთეული ჰაუბიცა Panzerhaubitzen 2000-ს  გადასცემს. ინფორმაციას Die Welt ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა და თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება ,,ბუნდერსვერის" მოქმედ სამხედროებთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს. არსებობდა ვარაუდი, რომ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებით გერმანიის საბრძოლო ქმედუნარიანობა დასუსტდებოდა. ექსპერტებმა აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურეს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის სამხედრო რეზერვში მყოფი 119 ჰაუბიცა Panzerhaubitzen 2000 -დან მხოლოდ 40-ია მოქმედი და ბრძოლისუნარიანი.

სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნულ ჰაუბიცას მართვის რთული, ციფრული სისტემა გააჩნია. ამ  საარტილერიო დანადგარს ჭურვის 40 კილომეტრზე სროლის საშუალება გააჩნია.

მსგავსი სიახლეები