უკრაინაში გიორგი ღონღაძის პრემიის ფინალისტები გამოვლინდნენ

პრესის თავისუფლების დღეს უკრაინაში გიორგი ღონღაძის სახელობის 2022 წლის პრემიის ოთხი ფინალისტი გამოვლინდა: ფოტოგრაფების წყვილი მსტისლავ ჩერნოვი და ევგენ მალოლეტკა, ჟურნალისტები სერხი სიდორენკო და ტეტიანა ტროშჩინსკა.
პრემიის ფინალში ასევე გავიდნენ:
მესტილავ ჩერნოვი - Associated Press-ის ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, სამხედრო კორესპონდენტი.
ევგენ მალოლეტკა - ფოტოჟურნალისტი.
სერხი სიდორენკო - ჟურნალისტი, ,,ევროპული სიმართლის" თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ტეტიანა ტროშჩინსკა- Hromadsky Radio-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე.
პრიზის გამარჯვებული ტრადიციულად 21 მაისს, გიორგი ღონღაძის დაბადების დღეს, გამოვლინდება.
გიორგი ღონღაძის პრემია დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის ყოველწლიური ჯილდოა. იგი დაარსდა 2019 წელს. ნომინანტებს ყოველწლიურად ადგენენ ჟიურის წევრები, მათ შორის:
მიროსლავა ღონღაძე - გიორგი ღონღაძის მეუღლე, ჟურნალისტი, ,,ამერიკის ხმის" აღმოსავლეთ ევროპის ხელმძღვანელი;
ანდრეი კურკოვი - უკრაინის PEN-ის პრეზიდენტი, მწერალი;
ოლენა პრიტულა - ჟურნალისტი, "უკრაინული ჭეშმარიტების" რედაქტორ-დამფუძნებელი;
ალექსანდრე სავრუკი - კიევ-მოჰილას ბიზნეს სკოლის დეკანი;
მიროსლავა ბარჩუკი - გიორგი გონღაძის 2021 წლის პრემიის ლაურეატი, ჟურნალისტი, უკრაინული PEN-ის წევრი;
პრემიის პირველი ლაურეანტი ჟურნალისტი ვახტანგ ყიფიანი იყო.
წარმოშობით ქართველი, უკრაინაში მოქმედი ჟურნალისტი, გიორგი ღონღაძე, 2000 2ელს მოკლეს. 2005 წელს მას უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს.