"დილით იღვიძებ და ტირიხარ, არ ვიცი, სად წავიდე" - რას ყვებიან მარიუპოლში ჩარჩენილები

1 მაისს მარიუპოლის ფოლადის ქარხნიდან ევაკუირებული მოქალაქეები ზაპოროჟიეში მხოლოდ დღეს ჩავიდნენ. მათ რუსების საფილტრაციო ბანაკების გავლა მოუწიათ. ამის გარდა, "აზოვსტალის" მახლობლად მდებარე კორპუსებში ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებმაც ქალაქის დატოვება ვერ მოახერხეს.
დილით იღვიძებ და ტირიხარ, არ ვიცი, სად წავიდე. ყველაფერი დანგრეულია, ყველაფერი გადამწვარია. მარტო მე კი არა, სად უნდა წავიდეს ამდენი ხალხი? აქ სხედან პატარა ბავშვებით და აფეთქებები ისმის მუდმივად. წასასვლელი არსად გვაქვს. ვიცი ხალხი 2014 წელს რომ წავიდა დ უკან ისევ არაფრით დაბრუნდა. მაშინ მხოლოდ ერთ რაიონში იყო აფეთქებები, ახლა კი ყველაფერი განადგურებულია. საშინელებაა, დაბომბვა რომ არ ჩერდება. არც სახურავი გავქვს, არც ფანჯრები, როგორ უნდა გადავრჩეთ, არ ვიცი, - ამბობს ადგილობრივი.