რუსეთი სარაკეტო თავდასხმებს ეროვნული გვარდიის ობიექტებზე ამზადებდა - დაკავებულია 10-მდე მოღალატე

რუსეთი სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ეროვნული გვარდიის ობიექტებზე გეგმავდა, ამაში კი მათ უკრაინელი მოღალატეები ეხმარებოდნენ. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია ათამდე მოღალატე, რომლებიც რუსეთის მხარეს გადავიდნენ და ოკუპანტებს უკრაინული ჯარების პოზიციების შესახებ ინფორმაციებს აწვდიდნენ.
რუსეთი ეროვნული გვარდიის ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმებს ამზადებდა, ამაში კი ოკუპანტებს მოღალატეები ეხმარებოდნენ. დავაკავეთ რუსი აგენტი, რომელიც მტერს ჩვენი ქვედანაყოფების განლაგების შესახებ ინფორმაცასი აწვდიდა. 3 მოღალატე კი ბროვარსკშია დაკავებული, რომლებიც ოკუპანტებს შეურთდნენ და 2 მოქალაქე მოკლეს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.