რუსებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს

ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს. ინფორმაციას „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი, ავრცელებს. მისი ცნობით, ამ წუთებში რუსი სამხედროები ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობენ.
მთელი ღამე ავიაბომბებით გვბობავდნენ. დაიღუპა 2 ქალი, ახლა კი "აზოვსტალზე“ შტურმი მიმდინარეობს, - აცხადებს პალამარი.
თავდაპირველად ინფორმაცია „აზოვსტალზე“ შტურმის შესახებ ჟურნალისტმა ანდრეი ცაპლიენკომ გაავრცელა.
ამ წუთებში ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობენ. ინფორმაციას "აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე ადასტურებს. სხვა დეტალები ამ დროისათვის არ ვრცელდება, - წერდა ჟურნალისტი.
რუსეთის ფედერაცია კი შტურმის გამართლებას ცდილობს და ცინიკურად აცხადებს, რომ სიჩუმის რეჟიმის დარღვევის გამო ისინი „აზოვის“ პოლკის პოზიციებს ანადგურებენ.