"აზოვსტალში" საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მოკლეს

03.05.22 16:16
"აზოვსტალში" საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მოკლეს

 მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე უკრაინელი პოლიციელი დანიილ საფონოვი დაიღუპა. ინფორმაციას "აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ავრცელებს. საფონოვი ქალაქს რუსეთის შეჭრის პირველივე დღიდან იცავდა. 

ინფორმაციას ადასტურებს მარიუპოლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელიც.  მიხეილ ვერშინინის ცნობით, საფონოვი 2 მაისს დღის 11 საათზე დაიღუპა. მასტან ერტად დაღუპულია კიდევ ორი მებრძოლი. ისინი საბრძოლო დავალებას ასრულებდნენ, უკან დაბრუნებულები კი სროლებში მოყვნენ. 

კარგი, ნათელი ახალგაზრდა იყო, აკეთებდა თავის საქმეს. ძალიან უყვარდა თავისი შვილი. ეს ყველასთვის დიდი ტრაგედიაა. მას ღრმნად სწამდა, რომ დონეცკში დაბრუნებას შეძლებდა, - თქვა ვერშინინმა. 

დანიილ საფონოვი წარმოშობით დონეცკიდან იყო. 2014 წელს ის მარიუპოლში გადავიდა , შემდეგ კი ცალკეული საარტილერიო ბრიგადის წევრიც გახდა. საპატრულო პოლიციის რიგებში ის 2019 წლიდან მსახურობდა. 
 

მსგავსი სიახლეები