"აზოვსტალზე" იერიშებს ქალები ემსხვერპლნენ

03.05.22 16:30
"აზოვსტალზე" იერიშებს ქალები ემსხვერპლნენ

ღამით "აზოვსტალის" დაბომბვას ორი ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12-ე  ბრიგადის მეთაური, დენის შლეგა, ავრცელებს.

მოცემულ მომენტში "აზოვსტალში" სიტუაცია ძალიან გართულდა. მთელი ღამის განმავლობაში ქარხანაზე იერიშები ხორციელდებოდა. სამწუხარო ამბავი უნდა გამცნოთ,  ავიადარტყმას შედეგად ერთ-ერთ ბუნკერში ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ორი ქალი, ემსხვერპლა. დილიდან მტერი "აზოვსტალზე" შტურმს ცდილობს. ჩვენი მებრძოლები ყველა შეტევას ვაჟკაცურად იგერიებენ, - ამბობს შლეგა. 

შლეგამ ასევე აღნიშნა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე საველე საავადმყოფო იერიშების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის გამოც სრულფასოვნად ვერ მუშაობს. მისი თქმით, სამედიცინო მოწყობილობები და მედიკამენტები არასაკმარისია. 

მსგავსი სიახლეები