"უკრაინა გაიმარჯვებს" - ბორის ჯონსონი უკრაინას სამხედრო შეიარაღებით დახმარებას დაჰპირდა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო შეიარაღებით დაეხმარება. ამის შესახებ ინგლისის პრემიერმა უმაღლესი რადას წინაშე გამოსვლის დროს განაცხადა. ბორის ჯონსონმა უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მას გამარჯვება უწინასწარმეტყველა.
უახლოეს კვირებში ჩვენ გამოგიგზანით Brimstone-ს. ეს არის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები და ჯავშანტექნიკა ოკუპირებული და განადგურების საფრხის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან ადამიანების ევაკუაციისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ მხარდაჭერის ახალ პაკეტზე 300 მლნ ფუნტი სტერლინგის ოდენობით. ეს უკრაინის იმდენად გააძლიერებს, რომ ვერავინ და ვერასდროს გაბედოს მისი ხელყოფა. უკრაინა გაიმარჯვებს და თავისუფალი იქნება. მისი გამარჯვების ისტორიები კი თაობიდან თაობას გადაეცემა. ადამიანები თავინთ შვილიშვილებს ეტყვიან, რომ უკრაინელებმა ასწავლეს მთელ მსოფლიოს, რომ აგრესორის სასტიკი ძალა ვერაფერს უზამს ხალხს, რომელმაც თვაისუფლება აირჩია, - განაცხადა ჯონსონმა.