რა ხდება "აზოვსტალში" - უახლესი ინფორმაცია შეტაკებების ეპიცენტრიდან

03.05.22 17:09
რა ხდება "აზოვსტალში" - უახლესი ინფორმაცია შეტაკებების ეპიცენტრიდან

"აზოვსტალზე" შტურმი ორი მიმართულებით მიმდინარეობს - "პირველებს" ინფორმაციას  შეტაკებების ეპიცენტრიდან აწვდიან. წყაროს ცნობით, ქარხანაზე ერთ-ერთი შტურმი დასახლება "ვასტოჩნაიას" მიმართულებით ხორციელდება. ამ დროისათვის რუსები უკრაინელებს პოზიციების გარღვევას და ქარხნის ტერიტორიაზე  შეჭრას ვერ ახერხებენ.  

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს. ინფორმაციას „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი, ავრცელებს. მისი ცნობით, ამ წუთებში რუსი სამხედროები ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობენ.