დღეს მნიშვნელოვანია თქვენი რაციონალიზმი და ჯანმრთელი ნაციონალიზმი- ზელენსკიმ რადას დეპუტატებს მიმართა

03.05.22 17:20
დღეს მნიშვნელოვანია თქვენი რაციონალიზმი და ჯანმრთელი ნაციონალიზმი- ზელენსკიმ  რადას დეპუტატებს მიმართა

თქვენ ბრძანდებით სასწაული ქვეყნის პარლამენტარები - ზელენსკიმ უმაღლეს რადას დეპუტატებს ომის განმავლობაში პირველად მიმართა და მოუწოდა, იყვნენ ერთიანი, არ დაკარგონ დრო მეორეხარისხოვანი კანონების მიღებაზე. ინფორმაციას დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი, ავრცელებს.

დაახლოებით 10 კვირის განმავლობაში მე მივმართავდი სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებს. თუმცა, არ მიმიმართავს ჩემი ქვეყნის დეპუტატებისთვის. ეს არის არა უპატივცემულობა თქვენს მიმართ, პირიქით, დიდი ნდობა. თქვენ იცით, რა ხდება ქვეყანაში და როგორ უნდა მოიქცეთ.

თქვენ ბრძანდებით მსოფლიოს დიდი და თანამედროვე ქვეყნის სახალხო დეპუტატები-თქვენ უკრაინის სახალხო დეპუტატებს წარმოადგენთ. აქ საკვანძო სიტყვებია : ხალხი და უკრაინა. თქვენ არ გაქვთ დრო კამათის, ჩხუბისა და პიარისთვის. თქვენ ისედაც გიცნობენ. დღეს მნიშვნელოვანია თქვენი რაციონალიზმი და ჯანმრთელი ნაციონალიზმი. - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რადას დეპუტატები წარმოადგენენ უკრაინის უდიდესი ჯარის ნაწილს, ხოლო მათი ფრონტი საკანონმდებლო სივრცეა, სადაც მათ უნდა იღვაწონ უკრაინელი ხალხის გამარჯვებისთვის.

დღეს ჩვენ გვაქვს ერთი პარტია-უკრაინა, ერთი ფრაქცია-უკრაინა, ერთი უმრავლესობა-უკრაინა, ძლიერი, ერთიანი, დამოუკიდებელი. ყველაფერი, რაც უკრაინას ხელს უშლის, არ ეხმარება, წარსულში უნდა დავტოვოთ!

დღეს რადაში დეპუტატის გამოუცხადებლობა მხოლოდ 2 მიზეზით უნდა იყოს განპირობებული, ან ის მუშაობს საზღვრებს გარეთ, ან გარდაცვლილია სამშობლოს ინტერესების გამო. დანარჩენი მიზეზი დეპუტატს არ სჭირდება, დანარჩენი უნდა გაჰყვეს რუსულ ხომალდს უკან.- დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა რადას დეპუტატებს მოუწოდა, მიიღონ კანონები ისეთი სიზუსტით , როგორიცაა უკრაინული Стугна, ან თურქული Байрактар, ამ კანონებმა კი უნდა მოიტანოს ისეთივე შედეგი, როგორიც მიიღო Нептун-მა.

 

 

მსგავსი სიახლეები