მარიუპოლიდან წამოსული 156 მშვიდობიანი მოქალაქე ზაპორჟიეში ჩავიდა

03.05.22 18:37
მარიუპოლიდან წამოსული 156 მშვიდობიანი მოქალაქე ზაპორჟიეში ჩავიდა

156 სამოქალაქო პირი, რომელმაც მარიუპოლის საშინელებებს ჰუმანიტარული გასასვლელით დააღწია თავი, ზაპოროჟიეში ჩავიდა. ინფორმაციას გაეროს წარმომადგენელი, ოსნატ ლუბრანი, ადასტურებს. 

მინდა, შვებით ამოვისუნთქო და განვაცხადო, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის მშვიდობიანი გასვლის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

ამ დროს ვფიქრობ იმათზე, ვინც დარჩა ალყაშემორტყმულ ქალაქში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ დავეხმაროთ. - განაცხდა ლუბრანმა.

 

ლუბრანის განმარტებით, ის ავტობუსით მგზავრობდა მარიუპოლის მკვიდრებთან ერთად, რომლებიც გზაში ,,აზოვსტალის" ბუნკერში თავს გადამხდარ ამბებზე ჰყვებოდნენ.

ეს მონაყოლი ყველაფერი უფრო ჯოჯოხეთს ჰგავდა, ვიდრე თავგადასავალს-განაცხადა ლუბრანმა.