ავდეევკაში რუსი ოკუპანტების თავდასხმას 10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 15 დაჭრილია

10 გარდაცვლილი და 15 დაჭრილი- ასეთია ავდეევკაში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელბული თავდასხმის შედეგი.
რუსმა აგრესორებმა სარაკეტო იერიში ავდეევკის ქიმიურ ქარხანაზე იმ დროს მიიტანეს, როცა მუშებმა ცვლა დაასრულეს და სახლში ბრუნდებოდნენ.
რუსებმა ზუსტად იცოდნენ, სად უმიზნებდნენ - მუშებმა ის იყო, დაასრულეს ცვლა და უცდიდნენ ავტობუსს, რომელსაც ისინი ქარხნიდან სახლებში უნდა დაერიგებინა.
ეს არის ჩვენს მიწაზე რუსების კიდევ ერთი ცინიკური დანაშაული . ამის გამო პასუხს აგებენ !- აცხადებს დონეცკის მერი, პაველ კირილენკო.
რუსმა ოკუპანტებმა ავდეევკის დაბომბვა დღეს დილიდან დაიწყეს.