არ არის გამორიცხული საბრძოლო მოქმედებებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლოს - უკრაინის უსაფრთხოების საბჭო

04.05.22 10:54
არ არის გამორიცხული საბრძოლო მოქმედებებმა რუსეთის  ტერიტორიაზე გადაინაცვლოს - უკრაინის უსაფრთხოების საბჭო

უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაციონალური საბჭო არ გამორიცხავს, რომ საბრძოლო მოქმედებებმა რუსეთის ფედერაციის  ტერიტორიაზე გადაინაცვლოს. საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განმარტებით, აღნიშნული ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. 

ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. თავად პუტინმა თქვა, რომ სამხედრო ვაჭრობა ყველა ქალაქში მიმდინარეობს.  როგორც ვიცი, საუბარია ბრიანსკზე, კურსკსა და ბელგოროდზე. შესაძლოა, იქ ბელგოროდის, კურსკის და ბრიანსკის სახალხო რესპუბლკები ჩამოყალიბდეს, - განაცხადა დანილოვმა. 

ამასთან დანილოვი ამბობს, რომ უკრაინა არავის ჰკითხავს, როგორ დაიცვას სამშობლო.

რაც შეეხება ჩვენს დამოუკიდებლობას, მას შემდეგ რაცპუტინმა ჩაიდინა, ჩვენ სამშობლოს ისე დავიცავთ, როგორც საჭიროდ ჩავთვლით. არავის არ დავეკითხებით, მაშ შორის, პუტინს..., - განაცხადა დანილოვმა.