სარაკეტო თავდასხმები ლვოვზე - დაბომბილია რკინიგზის სადგურები

პუტინის ახალი სამიზნე უკრაინის დასავლეთია. ლვოვში ოკუოპანტებმა სამი სარაკეტო იერიში ერთდროულად რკინიგზის სადგურებზე მიიტანეს. აგრესორებმა ე.წ. საკრუიზო რაკეტებით ის ლიანდაგები დაბომბეს, საიდანაც უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობა შედის. როგორც ჩანს, პუტინის მიზანია, პოლონეთიდან უკრაინაში იარაღის შეტანა ვეღარ მოხდეს.
ქალაქის ხელმძღვანელობა მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს, რადგან რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმა გამორიცხული არ არის.
ლვოვზე რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა სამ ქვესადგურზე. შედეგად ელექტროენერგია არ გავქვს. დაშავებულია 2 ადამიაანი, რომლებსაც ახლა სამედიცინო დახმარებას ვუწევთ. დაზიანებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, აფეთქებულია შენობები, ჩამსხვრეულია ფანჯრები, შეფერხებულია წყალმომარაგებაც, ელექტროენერგია ზოგიერთ საავადმყოფოშიც კი არ არის, - განაცხადა ქალაქის მერმა.