რუსეთი ავლენს უძლურებას, რადგან უკრაინა მათ ძალებს აღემატება - ზელენსკი

რუსეთი ავლენს უძლურებას, რადგან უკრაინა მათ ძალებს აღემატება, - ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სწორედ ამას ცხადყოფს, ოკუპანტების ბოლო დროიონდელი მოქმედებები, რომელიც უკრაინის ქალაქებს თავს სულ უფრო აქტიურად ესხმის.
ნათელია, რომ რუსულმა მხარემ ძალიან ნერვულად მოახდინა რეაგირება ჩვენს წარმატებებზე. უკრაინის სხვდასხვა ქალაქებზე განხორციელდა სარაკეტო იერიშები: ლვოვზე, ვინიცაზე, კიევის ოლქზე, დნეპროპეტროვსკის ოლქზე, ოდესაზე, ხარკოვის ოლქზე. ასეთი მასშტაბი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს აქვს განსაკუთრებული სამხედრო მიზანი. ზაკარპატიეზე იერიშის განხორციელება რას აძლევს რუსეთს? ისინი ავლენენ უძლურებას, რადგან უკრაინა მათ ძალებს აღემატება, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ოკუპანტებმა ზაკარპატიე პირვლად დაბომბეს. აღნიშნული ქალაქი პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.