"ოკუპანტი უნდა განვდევნოთ ჩვენი მიწიდან" - უკრაინამ ხარკოვში რამდენიმე სოფელი დაიბრუნა

04.05.22 11:46
"ოკუპანტი უნდა განვდევნოთ ჩვენი მიწიდან" - უკრაინამ ხარკოვში რამდენიმე სოფელი დაიბრუნა

ხარკოვში გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობს.  ოკუპანტები ქალაქის დაცვის გარღვევას ვერ ახერხებენ და სწორედ ამიტომ, მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვში რამდენიმე სოფლის დაბრუნება შეძლეს. მათი თქმით, არ მისცემენ რუსეთს საშუალებას, რომ 9 მაისი უკრაინის ქალაქებში იზეიმოს. 

სოფელ-სოფელ დავდივართ ჩვენი ტერიტორიის გასათავისუფლებლად. ოკუპანტი უნდა განვდევნოთ ჩვენი მიწიდან. დიქტატურაზე გამარჯვებისკენ მივდივართ. უკვე გავათავისუფლეთ კუტუზოვკა და რამდენიმე სოფელი რუსი ჯარისკაცებისგან, - ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი. 

ოკუპანტებისგან გათვაისუფლებული სოფლების მცხოვრებლები იმ მძიმე ყოფაზე ყვებიან, რომელიც ოკუპაციის პერიოდში გაიარეს.

სარდაფში 2 თვე ვიცხოვრეთ, მიწის ქვეშ ვისხედით. არც საჭმელი გვქონდა, არც წყალი. ჭიდან ჭუჭყიანი შავი წყალი ამოგვქონდა და იმას ვსვამდით, რუსები იარაღს გვიშვერდნენ, გვემუქრებოდნენ, ყველაფერი წაგვართვეს. წაიღეს ოქრო, ფული, უბრალო ნივთებიც. ჩვენი სახლები თვალწინ დაგვიწვეს, - ამბობს ადგილობრივი.