"აზოვსტალში" შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა - ოკუპანტებმა ერთ-ერთი შენობა დაიკავეს

შტურმი "აზოვსტალის" ქარხანაზე - "პირველების" ინფორმაციით, ოკუპანტებმა "აზოვსტალის" ქარხანაში ერთ-ერთი მაღალი შენობა დაიკავეს, სადაც საცეცხლე პოზიცია მოაწყვეს. აღნიშნული პოზიციის დასაბრუნებლად მთელი ღამის განმავლობაში მხარეებს შორის შეტაკებები მიმდინაროებდა.
ცოტა ხნის წინ "აზოვის" პოლკის მეთაურებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც დღეს სხვადასხვა ქვეყანაში თურქეთის საელჩოებთან აქციები გაიმართება. აქციის მთავარი მოთხოვნა "აზოვსტალიდან" მოქალაქეების და სამხედროები უსაფრთხოდ გაყვანა იქნება. მათი თქმით, მხოლოდ თურქეთს შეუძლია, მათ გადასარჩენად გემების გაგზავნა.
ამის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც ამბობს, რომ ფოლადის ქარხანაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების გადასარჩენად ძალისხმევას არ იშურებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის, რომ ქარხნიდან 156 ადამიანის ევაკუირება მოხერხდა, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.
ჩვენ საბოლოოდ გვაქვს შედეგი. ჩვენი პირველი შედეგია ევაკუაცია, „აზოვსტალიდან“ რომელსაც ვაწყობთ ძალიან დიდი ხანია. ამას დიდი ძალისხმევა, ხანგრძლივი მოლაპარაკებები და სხვადასხვა შუამავლობა დასჭირდა.
დღეს ზაპოროჟიეში 156 ადამიანი ჩავიდა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. მათ თავშესაფრებში 2 თვეზე მეტი გაატარეს. წარმოიდგინეთ, მაგალითად, ბავში 6 თვისაა, აქედან 2 მან მიწისქვეშეთში გაატარა ბომბებისა და დაბომბვისგან დამალვაში. ის ხალხი ახლა უსაფრთხოდაა. ისინი მიიღებენ დახმარებას.
მე ბევრჯერ მითხრეს, რომ ჩვენ ვერავის გადავარჩენდით, რომ ეს შეუძლებელი იყო, დღეს კი 156 ადამიანია ზაპოროჟიეში. ეს ჯერ არ არის გამარჯვება, მაგრამ უკვე შედეგია.
მე მჯერა, რომ არის ჩვენი ხალხის გადარჩენის შანსი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ მთელი ჩვენი ხალხი გამოვიდეს მარიუპოლიდან და „აზოვსტალიდან“. ძნელია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ყველა, ვინც იქ არის, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ასევე ჯარისკაცები.
არ ყოფილა დღე, როცა საქმე არ გაგვიკეთებია მათ გადასარჩენად, - თქვა ზელენსკიმ.