კიევის ოლქში კიდევ 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ნახეს

კიევის ოლქში კიდევ 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ნახეს. ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვი, ავრცელებს.
მხოლოდ გუშინ დამატებით კიდევ 20 ცხედარი ნახეს. ეს ძირითად ბოროდიანკა და მის ახლოს მდებარე სოფლებია, ასევე, ვიშგოროდის რაიონის სოფლებია, - თქვა მან.
ნებიტოვის თქმით, საერთო ჯამში პოლიციამ იპოვა და უკვე გააგზავნა სასამართლო-სამედეიცინო დაწესებულებაში 1235 ცხედარი.
მინდა ვთქვა, რომ მათი უმრავლესობა ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე რუსეთის ფედერაციის მხრიდან მასშტაბურ დანაშაულებებთან გვაქვს, - თქვა პოლიციის უფროსმა.
შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანია დამარხული. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.
3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს.