ცეცხლი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როცა პუტინი მოლაპარაკებებს მოინდომებს - ზელენსკი

04.05.22 13:15
ცეცხლი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როცა პუტინი მოლაპარაკებებს მოინდომებს - ზელენსკი

ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა რუსეთის ხელმძღვანელობა საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტით  დაინტერესდება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Wall Street Journal-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ომში მყოფი ქვეყნის მეთაური აცხადებს, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტით დაინტერესებული არ არის. მეტიც ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლში დადებულ პირიბას ოკუპანტები ისევ არღვევენ და მშვიდობიან მოქალაქეებს ისევ კლავენ: 

თუ ჩვენ ვსაუბრობთ ცეცხლის შეწყვეტაზე, ჩვენ უნდა დავინახოთ რუსეთის ფედერაციისგან ამის სურვილი. მათ არ სურთ ცეცხლის შეწყვეტა.

მარიუპოლში ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა იქ მყოფი სამოქალაქო პირები გამოგვეყვანა. ამ მიზნით იქ საქმეში გაერო ჩავრთეთ. ამის მიუხედავად, რუსები იქაურობას კვლავ ბომბავენ. ჩვენ კი ცეცხლის შეწყვეტა გვსურს.

ცეცხლი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როცა იქნება დიალოგი ორი სახელმწიფოს ლიდერს შორის. თუ შევხვდები პუტინს, ამ დროისთვის იქნება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი"- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ პირობით დაიჯერებენ, თუ აგრესორი ქვეყნის ხელისუფლება პირობას საჯაროდ დადებს:

ზელენსკი იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ რუსები დარჩებიან იქ, სადაც დგანან და  კონფლიქტი გაიყინება".

გულახდილად მინდა ვთქვა, არ მჯერა ამ მოლაპარაკებების. ვთვლი,  სანამ პუტინი დოკუმენტზე საკუთარ ხელმოწერას არ გააკეთებს, ამ მოლაპარაკებებს ღირებულება არ ექნება"- დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები