რუსი ოკუპანტების თავდასხმას ლუგანსკში მღვდელი ემსხვერპლა
რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში ქალაქი მიხაილოვკა დაბომბეს, რა დროსაც ადგილობრივი მღვდელი დაიღუპა. ინფორმაციას ლუგანსკის სამხედრონადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი, ადასტურებს.
რუსეთია არმია აგრძელებს ღმერთთან ბრძოლას. მხოლოდ ლუგანსკში 15 რელიგიური დანიშნულების შენობა დაანგრიეს, ასევე დაჭრილი არიან ღვთის მსახურები.
გუშინ ,,ორკებმა" ცეცხლი გახსნეს რუბეჟნოეს მახლობლად. რაკეტის ნამსხვრევის მოხვედრის გამო დაიღუპა ვარვაროვკას წმინდა ილინის ტაძრის წინამძღვარი, მამა პარფემენონი.
რუსებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ არ ესვრიან ტაძრებს. ამასთან რუსეთის ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა კირილმა, განაცხადა, რომ რუსეთი თავს არასოდეს დასხმია რომელიმე სახელმწიფოს. - თქვა გაიდაიმ.