ოკუპანტი უკრაინის აღმოსავლეთით მობილიზდა - რუსები ლუგანსკის და დონეცკის თავდაცვის გარღვევას ცდილობენ

04.05.22 13:40
ოკუპანტი უკრაინის აღმოსავლეთით მობილიზდა - რუსები ლუგანსკის და დონეცკის თავდაცვის გარღვევას  ცდილობენ

უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთი განსაკუთრებულად მობილიზებულია. მთავარი ძალები მან დონბასის მხარეს გადაისროლა და კონტროლის გაძლიერებას ცდილობს.

ირკვევა, რომ აგრესორმა იზიუმთან 30 ტაქტიკური ჯგუფი ჩააყენა. ოკუპანტების მიზანს  ლუგანსკის და დონეცკის თავდაცვის გარღვევა წარმოადგენს. ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ ჯარები კრატამორსკის და სევერდონეცკის მიმართულებით  დაიძვრებიან. 

მტერი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან.

უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით, მტერმა რაკეტები გაისროლა ლვოვის, კიევის, ოდესისა და დონეცკის ოლქებში, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება. 

მსგავსი სიახლეები