3 ნაბიჯი რუსული აგრესიის შესაჩერებლად - ზელენსკის ხედვა

04.05.22 13:42
3 ნაბიჯი რუსული აგრესიის შესაჩერებლად  - ზელენსკის ხედვა

უკრაინის  პრეზიდენტი მსოფლიოს მოუწოდებს, რუსეთის აგრესიას ეფექტური პასუხი გასცეს. ვოლოდიმირ ზელენსკი 3 მნიშვნელოვან ნაბიჯს ასახელებს, რომელიც მსოფლიომ ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებაში უნდა გადადგას. 

როგორ უნდა გასცეს მსოფლიომ ეფექტური პასუხი რუსულ აგრესიას? პირველ რიგში, საჭიროა აგრესორის სრული იზოლაცია, მათ შორის, ეკონომიკური.

მეორე, საკმარისი დახმარება უკრაინას ამ ომში გადარჩენისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად.

მესამე კი, ომის შედეგად დანგრეულის აღდგენაა.

როცა ეს ყველაფერი მოხდება, რუსეთიც და ყველა სხვა პოტენციური აგრესორიც დაინახავს, რომ ომი არაფრის მიღწევას არ უწყობს ხელს, - ამბობს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები