"მიგვიყვანეს ქვეყნის დასალიერში" - სად გადაასახლეს ოკუპანტებმა მარიუპოლის მოსახლეობა

ოკუპანტებმა მარიუპოლის მკვიდრი 300 პირი ვლადივოსტოკში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქალაქ ნახოდკის მიკრორაიონში გადაასახლეს. ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშჩენკო, ავრცელებს.
უკრაინელები ჩაიყვანეს ქვეყნიერების დასალიერში, დაასახლეს საერთო საცხოვრებლებში, არ უზრუნველყვეს საჭირო ნივთებითა და ელემენტარული თანხით. ამის გამო უკრაინელებს არ აქვთ საშუალება, გავიდნენ კავშირზე ნათესავებთან- ამბობს ანდრიუშჩენკო.
მისი ინფორმაციით, გადასახლებულებს არ აქვთ დოკუმენტები, მათ დაბალანზაღაურებად სამსახურებს სთავზობენ. რაც შეეხება პირობებს, ოკუპანტები მათ დუხარისხო საკვებს აწვდიან.