"რუსეთი უკრაინისთვის გაგზავნილ შეიარაღებას გაანადგურებს" - კრემლი აშშ-ს და დასავლეთს ისევ ემუქრება

04.05.22 15:10
"რუსეთი უკრაინისთვის  გაგზავნილ შეიარაღებას გაანადგურებს" - კრემლი აშშ-ს და დასავლეთს ისევ ემუქრება

უკრიანის შეიარაღებით მომარაგების გამო რუსეთის აშშ-ს და დასავლეთს ისევ ემუქრება. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პირდაპირ განაცხადა, რომ მსგავის ტიპის დახმარებები მათი მხრიდან განადგურებული იქნება. 

აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინის შეიარაღებით მომარაგებას განაგრძობენ. აღვნიშნავ, რომ ჩრდილოატლანტიკუირ ალიანსის ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინული შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღებას ან მატერიალურ საშუალებებს შეიტანს, განადგურების კანონიერ მიზნად იქნება მიჩნეული, - განაცხადა შოიგუმ. 
 

ცოტა ხნით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიზანში ამოიღებენ ყველა ტვირთს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე დახმარების მიზნით შევა.