რუსები "აზოვსტალში" შეიჭრნენ
რუსები "აზოვსტალის" ქარხანაში შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ქარხნის ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინელ სამხედროებთან კავშირი გაწყვეტილია.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა "აზოვსტალზე" შტურმი გუშინ, 4 მაისს დაიწყეს. ისინი ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ. "პირველების" ინფორმაციით, ღამით ოკუპანტებმა ქარხნის ერთ-ერთი შენობა დაიკავეს. აღნიშნული შენობის გასათავისუფლებლად მხარეებს შორის შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მანამდე რუსები 'აზოვსტალს" აქტიურად ბომბავდნენ. ქარხნის ბუნკერებში ამ დრომდე მშვიდობიანი მოქალაქეები და დაჭრილი სამხედროები იმყოფებიან.