"ლუგანსკსა და დონეცკში მშვიდობიანი ცხოვრება მყარდება" - კრემლის ახალი პროპაგანდა
კრემლმა პროპაგანდის მანქანა ახალი ძალებით აამუშავა - რუსეთის თავდაცვის მინიტრი ირწმუნება, რომ მარიუპოლი მათ ხელშია. სერგეი შოიგუს თქმით, ე.წ ნაციონალისტებისგან გათაივუსუფლებულ უკრაინულ ქალაქებში რუსეთი აღმეშენებლობას იწყებს.
ნაციონალისტებისგან გათავისუფლებულ ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებში და უკრაინის ტერიტორიებზე მშვიდობიანი ცხოვრება მყარდება, მათ შორის, მარიუპოლში, უმსხვილეს სამრეწველო კვანძში აზოვის ზღვაზე. ის რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშაა, - განაცხადა შოიგუმ.