სისულელეა დასავლეთის ინფორმაცია, რომ 9 მაისს პუტინი უკრაინას ომს გამოუცხადებს- დიმიტრი პესკოვი

04.05.22 15:36
სისულელეა დასავლეთის ინფორმაცია, რომ 9 მაისს პუტინი უკრაინას ომს გამოუცხადებს- დიმიტრი პესკოვი

გამოუცხადებს თუ არა პუტინი უკრაინას ომს ოფიციალურად- კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, აცხადებს, რომ 9 მაისის დღესასწაულზე მსგავსი რამ არ იგეგმება. ამის შესახებ პესკოვმა  ტელეგრამ არხს Медуза - LIVE-ს განუცხადა.

კრემლის პრეს-სპიკერს კითხვა დაუსვეს, რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ პუტინი 9 მაისის დღესასწაულს იმისთვის გამოიყენებს, რომ უკრაინას ომი გამოუცხადოს.

დასავლელი ჩინოვნიკების ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი 9 მაისს უკრაინას ომს გამოუცხადებს, არის სისულელე. ეს სისულელეა, ამის ალბათობა არ არსებობს, ეს სისულელეა.- განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა განაცხადა ისიც, რომ სიცრუე ის ინფორმაციაც, თითქოს რუსეთის ფედერაცია საყოველთაო მობილიზაციას გეგმავს.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში შეჭრას დღემდე არა ,,ომს", არამედ ,,სპეცოპერაციას" უწოდებს, რომელიც მიმართულია მოსახლეობის ,,დენაციფიკაციისკენ"

 

 

მსგავსი სიახლეები