ოკუპანტებმა მხოლოდ დღეს 300 ჯარისკაცი და 15 ტანკი დაკარგეს

04.05.22 16:54
ოკუპანტებმა მხოლოდ დღეს 300 ჯარისკაცი და 15 ტანკი დაკარგეს

რუსი ოკუპანტების შეიარაღებული ძალების დანაკარგი 4 მაისს 300-ი თ გაიზარდა და ომის დაწყებიდან დღემდე 24 500 ჯარისკაცი შეადგინა.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეს განადგურდა რუსეთის შეიარაღებაში არსებული 15 ტანკი, 43 ჯავშანმანქანა, 16 საარტილერიო დანადგარი და ერთი ზალპის რეაქტიული სისტემა.

უკრაინის არმიის გენშტაბი აცხადებს, რომ დღეს ასევე განადგურდა მტრის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთი სისტემა, 24 სატვირთო ავტომობილი, 12 უპილოტო საფრენი აპარატი და 3 ფრთოსანი რაკეტა.

ყველაზე დიდი დანაკარგი რუს ოკუპანტებს იზიუმისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით აქვთ - დააკონკრეტა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენელმა.

 

მსგავსი სიახლეები