რა ხდება "აზოვსტალში" - პირველი ინტერვიუ "აზოვის" დამფუძნებელთან

"აზოვსტალის" ქარხნის შიდა პერიმეტრზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ქარხნის ტერიტორიაზე რუსებს მძიმე ტექნიკა აქვთ შეტანილი და უკრაინელების თავდაცვის გარღვევას ამ გზით ცდილობენ.
"აზოვის" ბატალიონის დამფუძნებელი "პირველებს" უყვება, რომ უკრაინელი სამხედროები ძალიან დაუძლურებულები არიან და დღევანდელი დღე, შესაძლოა, მარიუპოლისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
გუშინ იერიში დაიწყო. ორი მხრიდან იყო იერიში მიტანილი, ერთი აღმოსავლეთის მხრიდან, მეორე ზღვიდან შეეცადნენ დესანტის გადმოსხმას. საზღვაო დესანტი მოიგერიეს, რასაც ძლიერი საარტილერიო და საავიაციო დაბომბვები მოჰყვა. ეს უთენია დაიწყო, მერე გაგრძელდა, სიმაღლე დაიკავეს რუსებმა და გაწყდა კავშირი. კავშირი არ არის ხელმძღვანელობასთან, არ არის პირად შემადგენლობასთან. დილიდან ბრძოლები მიმდინარეობდა შიგნით, ძალიან მძიმე ბრძოლები. ერთი ის ვიცი, რომ პირადი შემადგენლობა უკვე ძალიან დაუძლურებულია, საჭმელი არ არის და რთულია ამ პირობებში წინააღმდეგობის გაწევა. 6 საათია ვერ ვუკავშირდებით. დაჭრილების რაოდენობა სამხედროებში დიდია, 500 აღემატება. დაბომბვიდან გამომდინარე, გუშინ 2 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ჰუმანიტარული დერეფანი შეიძლება გაიხსნას ქალაქისთვის და არა “აზოვსტალიდან“. პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე დიდი ხანია ტელეფონს არ პასუხობს და არ გამოდის კავშირზე, - ამბობს გიორგი ყუფარაშვილი.