მარიუპოლის თეატრის დაბომბვას მინიმუმ 600 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

16 მარტს რუსეთის მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვას არა 300, არამედ მინიმუმ 600 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება აწარმოა.
ადამიანები, რომლებიც დაბომბვის დროს თეატრის სარდაფში იმყოფებოდნენ, მომხდარის შესახებ ყვებიან.
საშინელი აფეთქების ხმა გავიგეთ, სხვა ოთახში შევედით და შემდეგ კიდევ აფეთქების ხმა გავიგეთ. დარტყმა საშინელი იყო, ყველაფერი კვამლში იყო გახვეული. ჩვენ არ გვინახავს ერთმანეთი. შემედგ ჩემი ქმარი ავიდა ზევით, რათა ენახა რა მოხდა და ისტერიკაში ჩავარდა. მისი თქმით, გვამები ყველაგან იყო. ზოგიერთი ადამიანი ისევ ნანგრევების ქვეშაა, რადგან ნანგრევები ისევ იქ არის. სისინი არავის ამოუთხრია. ეს არის დიდი ამსობრივი საფლავი, - ამბობს ადგილობრივი.