ნავთობის ემბარგო რუსეთს მტკივნეულად დაარტყამს - გლობალისტიკის ცენტრის ექსპერტი

უკრაინის გლობალისტიკის ცენტრ ,,სტრატეგია ХХІ"-ის პრეზიდენტის, მიხაილ გონჩარის, ინფორმაციით, ნავთობის ემბარგო რუსეთისთვის მტკივნეული დარტმა იქნება. ამის შესახებ ექსპერტმა უკრაინულ სააგენტო УНИАН-ს განუცხადა.
გონჩარი აცხადებს, რომ რუსეთს გაზთან დაკავშირებით დიდი პრობლემა არ აქვს, რადგან მისი გამოყენება და რეალიზაცია უფრო ადვილია, თუნდაც ადგილზე, თუმცა, ნავთობთან დაკავშირებით დიდი სირთულე წარმოიქმნება.
შესაძლოა, შემცირდეს ნავთობის მოპოვება, მარაგი მოთავსდეს Транснефти-ს რეზერვუარებში რაღაც პერიოდამდე. მაგრამ ნავთობის 230 ტონიანი რუსული ექსპორტის შემთხვევაში ძნელია მისი მოთავსება დიდი ხნის განმავლობაში. შესაძლებელია, საბადოები დროებით ამოავსო, თუმცა მოსალოდნელია, რომ შემდგომში ამ საბადოების აღდგენა შეუძლებელი გახდეს.
თუ გავაკეთებთ შედარებას, წინა წელს რუსეთმა აშშ-ში 180 მილიარდი დოლარის ნავთობი გაყიდა, გაზი - 55,5 მილიარდის, ხოლო ქვანახშირი - 17, 6 მილიარდი დოლარის ღირებულების. ამიტომაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რუსეთის აგრესიის მთავარი წყარო ნავთობია - ამბობს გონჩარი.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი გამოაცხადა. მასში შესულია ნავთობის ემბარგოს საკითხიც.