აზოვსტალისთვის სისხლისმღვრელი ბრძოლა გრძელდება - "აზოვის" პოლკის მეთაურის მიმართვა

05.05.22 10:17
 აზოვსტალისთვის სისხლისმღვრელი ბრძოლა გრძელდება - "აზოვის" პოლკის მეთაურის მიმართვა

"მიმდინარეობს სისხლისმღვრელი ბრძოლა,  სამხედროები ბრძანების შესრულებას გააგრძელებენ"-  ამის შესახებ "აზოვის" პოლკის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში საუბრობს. 

პროკოპენკო მადლობას უხდის მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის მხარდაჭერისთვის, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ვითარება უკიდურესად მძიმეა.

მეორე დღეა, რაც მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შემოიჭრა. მიმდინარეობს მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლა. ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც მტრის იერიშის შესაჩერებლად ზეადამიანურ ძალისხმევას მიმართავენ. მადლობელი ვარ მთელი მსოფლიოსი, მარიუპოლის გარნიზონის კოლოსალური მხარდაჭერისთვის.  სიტუაცია ძალიან რთულია. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ვაგრძელებთ ბრძანების შესრულებას, დაცვის შენარჩუნებას" - აცხადებს "აზოვის" მეთაური.