ღალატი მარიუპოლში - აზოვსტალის მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბები რუსებს ქარხნის ელექტრიკოსმა მიასწავლა

ღალატი მარიუპოლში - აზოვსტალის მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბები რუს ოკუპანტებს ქარხნის ელექტრიკოსმა მიასწავლა, რის გამოც შტურმი დაიწყო და ახლა აზოვსტალში სისხლისმღვრელი შეტაკებები მიდის.
რუსებს ქარხნაზე ყველა სახით იერიში მიაქვთ, მაგრამ ამ დრომდე ციხესიმაგრედ ქცეული ქარხანა ვერ აიღეს. ბოლო ინფორმაციით, აზოვის მებრძოლებთან კავშირი აღდგენილია.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშენკოს თქმით, რუსები მელი ძალით ცდილობენ ქარხანაში შეღწევას.