„აზოვსტალიდან“ ხალხის გადასარჩენად სიჩუმის რეჟიმია საჭირო - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს "აზოვსტალის" ქარხანაში ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციისთვის დახმარებას თხოვს - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტონიო გუტერეშთან საუბრისას განაცხადა, რომ "უკრაინა აგრძელებს „აზოვსტალიდან“ ხალხის გადასარჩენად მოლაპარაკებებს, თუმცა ამისთვის სიჩუმის რეჟიმია საჭირო".
იქ კიდევ რჩებიან სამოქალაქოები, ქალები, ბავშვები. მათ გადასარჩენად საჭიროა სიჩუმის რეჟიმი. უკრაინული მხარე მზად არის მის უზრუნველსაყოფად. საჭიროა დრო, რომ უბრალოდ ამოვიყვანოთ ხალხი ამ სარდაფებიდან, მიწისქვეშ არსებული თავშესაფრებიდან. არსებული პირობებით შეუძლებელია სპეციალური ტექნიკის გამოყენება, ნანგრევების გასაწმენდად. ყველაფერი ხელით ხდება. თუმცა გვჯერა, რომ გამოგვივა" -განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, 4 მაისს დასრულდა მარიუპოლიდან ევაკუაციის მეორე ეტაპი. ქალაქიდან და მისი შემოგარენიდან 344 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.